სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-10-09 14:45:57
პარლამენტში ხელფასები იზრდება - 2019 წლის ბიუჯეტი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2 605 000 ლარით იზრდება. ასევე, იზრდება შრომის ანაზღაურება 1 705 600 ლარით, მომუშავეთა რიცხვი კი უცვლელი რჩება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს მთავრობა არ გეგმავს და ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში თუ პარლამენტი ბიუჯეტს შეცვლის, ახალ ბიუჯეტშიც შეცვლილი თანხები აისახება.

"პარლამენტს ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული აქვს მიმდინარე წლის ივნისში და სწორედ ეს მონაცემებია ასახული ბიუჯეტის პროექტში",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება. პარლამენტის გადატანის მიზეზად უმრავლესობის დეპუტატები ხარჯების ოპტიმიზაციას ასახელებდნენ.

 

პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყო. ბიუჯეტის პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ.

ამავე თემაზე