2018-10-06 14:20:38
მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობოებს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

"როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ, ალბათ, საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს ამაზე რეაქცია ჰქონდეს. მე მსგავსი რეაქცია არ მომისმენია. მეორე მხრივ, მე მგონია, რომ როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოდის ცილისწამება, რომელსაც არ აქვს საფუძველი, მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მე არათუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ, როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე