ბიზნეს ნიუსი
2018-10-03 16:26:44
არბიტრაჟის დღეები 2018

2018 წლის 4-5 ოქტომბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები. წელს კონფერენციას 40-მდე საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და უცხოელი მოსამართლე დაესწრება. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). კონფერენციას გახსნის საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ნინო ჩიქოვანი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი - ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე - სოფო ტყემალაძე, და ”საპარტნიორო ფონდის“ გენერალური დირექტორი - დავით საგანელიძე.

ამავე თემაზე