2018-10-01 17:07:47
ფარცხალაძე, ყიფიანი, ოქუაშვილის კონტაქტი - სატელეფონო ამონაწერი  

სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება. 

საუბარია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მილიონების გადარიცხვამდე ყოფილი მთავარი პროკურორი თანხას ითხოვდა ამ მიზნით გამუდმებით რეკავდა ლევან ყიფიანის ტელეფონზე. 

სატელეფონო ზარების რაოდენობა საკმაოდ დიდია. 

საუბარია 4 მილიონზე, რომელზეც გუშინ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა "რუსთავი2"-ის ეთერში ისაუბრა. 

ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ მას 4 მილიონი პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა. თანხა კი თიბისი ბანკიდან ლევან ყიფიანმა თანმხლებ პირთან ერთად ე.წ. "ქეშად" გამოიტანა. დღეს გავრცელდა ფოტო მასალაც, სადაც ჩანს თუ როგორ ართმევენ თანხას თიბისი ბანკთან შავი ჯიპებით მყოფი შეიარაღებული პირები. 

ამავე თემაზე