სიახლეები
მსოფლიო
კულტურა
სხვა ამბები
2018-10-01 16:37:18
შარლ აზნავური გარდაიცვალა

95 წლის ასაკში ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური გარდაიცვალა.   შარლ აზნავური - სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. დაიბადა ემიგრანტების ოჯახში რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. აზნავური სცენაზე თითქმის 80 წელი იდგა.

შარლ აზნაური 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სტუმრობდა.  მან  ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. აზნავური იყო ათასზე მეტი სიმღერის ავტორი. აზნავურს ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული 94 ქვეყანაში. 93 წლის ასაკში აზნაურს ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

ამავე თემაზე