2018-09-21 10:47:09
პარლამენტი თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადმოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.

"ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. რეგლამენტი 15 კომიტეტში განვიხილეთ, პარლამენტის თითქმის არც ერთი წევრი არ დარჩენილა, რომელსაც ამაზე პოზიცია არ ჰქონდა. გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე არგუმენტია.

პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს.

იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
პარლამენტი თბილისში ბრუნდება - ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა
2018-09-21 10:35:22