2018-09-19 21:38:39
პატრიარქი სასულიერო პირებს თავის შეკავებას ურჩევს - ილია მეორე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პატრიარქი მიმართვას ავრცელებს და მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ილია მეორის განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.

პატრიარქი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკურ პირებს არაკორექტულად მოიხსენიებს.

ილია მეორის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს,“- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

 

ამავე თემაზე