2018-09-04 14:38:44
6 მოწმის ჩვენება: როდესაც სარალიძეს აყენებდნენ ჭრილობებს, მ.კ-ს ხელით ეჭირა და მუშტებს ურტყამდა - კახიძე

„30 ივლისს, რეკომენდაციის გაცემის დროს, ჩვენ გვქონდა 6 მოწმის ჩვენება, მ.კ.-ს ძმის ჩვენება და თავად მ.კ.-ს ჩვენებები. ეს იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მაშინ როდესაც დავით სარალიძეს ფარდულში აყენებდნენ ჭრილობებს, ამ ყველაფერს ხედავდა მ.კ. ამ დროს ხელით ეჭირა და მუშტებს ურტყავდა ლავიწის არეში მსხვერპლს" განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, მტკიცებულბათა ერთობლიობით დასტურება, რომ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს

"ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს მოქმედება პროკურორმა ფხაკაძემ შეაფასა როგორც გაშველება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროკურატურა მ.კ.-სთვის ხელის დაფარებას ცდილობს. დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს. მ.კ.-მ აჩვენა საგანი 51-ე სკოლის წინ შეკრებილ თავის მეგობრებს. ეს ჩვენებებითაც დასტურდება და ვიდეოჩანაწერითაც. ჩხუბის დროს მისი გამოყენება დასტურდება მოწმის ჩვენებით და აქ ფიგურირებს სწორედ მჭრელი პირი. ამას ამბობს დამატებითი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მ.კ-მ უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ასევე დასტურდება, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დროს ჯიბეში ჩაიყო ხელი. თქვენ თუ არ გჯერათ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ეს თქვენი პრობლემაა“, - მიმართა კახიძემ უმრავლესობის წევრებს.

 

ამავე თემაზე