2018-08-24 14:42:02
ლევან იზორია უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო

უკრაინა დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა.

აღლუმში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს. ეროვნული გვარდიის მედროშეებმა კიევის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს სახელმწიფო დროშით ჩაიარეს.

„საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, გვაქვს საერთო ამოცანები, ჩვენს მეგობრობას, სტრატეგიულ კავშირებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელ ხალხს სტრატეგიული ამოცანების წარმატებით განხორციელებას ვუსურვებ,“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.

ამავე თემაზე