2018-08-22 09:32:47
პოლ მანაფორტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რვა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებები ეხება გადასახადებისგან თავის არიდებასა და საბანკო თაღლითობებს, რომლებიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში "რუსული კვალის" შესახებ დაწყებული მიულერის გამოძიების დროს გამოვლინდა. ვირჯინიის სასამართლომ კიდვ 10 ბრალდება არ გაიზიარა. სასამართლო განაჩენს მოგვიანებით გამოაცხადებს.

ამავე თემაზე