2018-08-20 17:01:16
სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას არ შესთავაზებს

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. "საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ისინი მხოლოდ პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.

"ვთქვით ის პოზიცია რაც გვქონდა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ კანდიდატურას. ასევე, იმიტომაც რომ ეს არის კონკრეტულად პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის უნიკალური შანსი, შეირჩეს ისეთი ადამიანი სასამართლოში, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც არის ამ სისტემაში. ვფიქრობ, ისე ვითარდება მოვლენები და ისე ჩანს, რომ მხარეებს ეს გაზიარებული არ აქვთ. თუ შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ დიდ შანსს, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს სასამართლოში", -განაცხადა გიგაურმა.

ამავე თემაზე