2018-08-19 12:38:37
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დედაქალაქის მაშტაბით ძლიერი წვიმის გამო 127 შეტყობინებაა შევიდა

ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში გადაკეტილი იყო ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა. რამდენიმე უბანში წყალი შენობების პირველ სართულზე შევარდა.

პრობლემები იყო პეკინის გამზირზე, მაყაშვილზე და ასევე წყნეთის ქუჩაზე, სადაც მიწის ფერდობი ჩამოწვა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა ისანშიც, სადაც მოსახლეობა ამბობს რომ მსგავსი პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს აწუხებთ.

სულ დედაქალაქის მაშტაბით ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინებაა შევიდა. უწყების ცნობით, ამოტუმბვითისამუშაოები დასრულებულია.

ამავე თემაზე