2018-08-18 12:30:03
თბილისში, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს

თბილისში, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც როგორც პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ქარდავა აცხადებს, რომ წაღებული 5 კომპიუტერი და შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა, რადგან ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ.

ქარდავას თქმით, ეს არის პოლიტიკური ნიშნით და არა მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით ჩადენილი ქურდობა, რადგან მისივე განცხადებით, ოფისიდან არ არის წაღებული გაცილებით ძვირადღირებული ტექნიკა. 

„ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო იმ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, ეს ერთი და მეორე, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ, ან უნდა აიღოს თავის თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყოს ქურდები, თუმცა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია,“ - განაცხადა ქარდავამ.

ამავე თემაზე