სიახლეები
რეგიონები
2018-08-10 18:48:14
აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო - საგანგებო სიტუაციების სამსახური

აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო - საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს

ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შესულა.

სტიქიის შედეგები 18:00 საათის მონაცემები:

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში - სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა

​იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები

რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს

​სტიქიის შედეგად საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა

ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ამავე თემაზე