სიახლეები
ეკონომიკა
2018-08-10 18:33:42
ლარის რეკორდული ვარდნა - ექსპერტები რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ 

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურებას რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებას უკავშირებენ.

მათი თქმით, კვირის დასაწყისიდან თურქული ლირა არის საგრძნობლად გაუფასურებული. თუმცა, ექსპერტები ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რათა ლარის უფრო მეტად გაუფასურება თავიდან აიცილონ.

„ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაწყებულია მათი ვალუტების გაუფასურების პერიოდი, საკმაოდ აქტიური, მათ შორის, თურქული ლირს და რუსული რუბლის, ასევე,  ირანული რეალის, რაც ადეკვატურად აისახება თავისთავად ქართულ ლარზე... დოლარიზაციის მაღალი დონის გამო საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მყისიერად აისახება მსესხებლების ჯიბეზე, რომლებსაც, ვთქვათ ყოველ ას დოლარზე, დღეს, მაგალითად, დილიდან საღამომდე, 10 ლარით გაუძვირდათ სესხი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

ამავე თემაზე