სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-08-10 15:20:54
სახლების დატბორვის საფრთხე ბათუმში - მდინარე ყოროლა კალაპოტიდან გადმოვიდა

ადიდებულმა მდინარე ყოროლამ ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებას საფრთხე შეუქმნა. უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები დატბორა.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლება ყოველი წვიმის დროს იტბორება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმართეს მერიას რეაგირება არ ხდება. მოსახლეობა დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს.

ამავე თემაზე