სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-08-10 14:13:47
ბასიანის მოსკოვში დაგეგმილმა ვიზიტმა, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია

ბასიანის მოსკოვში დაგეგმილმა ვიზიტმა, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილი, კლუბის მფლობელთა და მუსიკოსთა გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 
Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, სამი მათგანი კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი). ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი Zurkin.

ღონისძიების ფეისბუკ გვერდზე, ასევე, ნათქვამია, რომ მოსკოვს ეწვევა კლუბ Bassian/Horoom-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.

პროტესტის პასუხად ქართველი არტისტები ამბობენ, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ემიჯნებიან მოსკოვის პოლიტიკას და ფესტივალიც სწორედ ამის საწინააღმდეგო ხასიათის იქნება. ღონისძიების აღწერაში ასევე, არის საუბარი თბილისში მაისში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნულია, რომ სწორედ 12-13 მაისის მოვლენები იქცა მთავარ ინსპირაციად აღნიშნული საღამოსთვის.

ამავე თემაზე