სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-08-08 10:49:02
ინციდენტში მონაწილე ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია - "მაჭახელა" ბოდიშს იხდის

რესტორან მაჭახელა-სამიკიტნოს ადმინისტრაცია, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის. რესტორნის განცხადებაშ ნათქვამია, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია:

მოგესალმებით მაჭახელა სამიკიტნოს ადმინისტრაციის სახელით. პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირებისთვის. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო." ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში

 

ამავე თემაზე
"იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს" - რესტორანმა "მაჭახელამ" პუტინის ტრანსპარანტის აღება მოითხოვა
2018-08-08 10:32:00