პოლიტიკა
2018-08-07 15:39:26
"რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს...ხვალ შეიძლება მოინდომოს პუტინს უნდა შევხვდეო" - "რეალითი შოუ, რომელსაც 6 წელი უნდა ვუყუროთ" (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი არის ადმიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს და აქ არ იქნება არც კონსტიტუციაზე და არც კანონზე ლაპარაკი- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი ამბობს, რომ სიჯიუტე მოქმედ პრეზიდენტსაც ახასიათებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციიდან არასდროს გასულა, ხოლო ზურაბიშვილის სიჯიუტე ხუხაშვილის შეფასებით, მისი ხასიათია და არ არის განპირობებული სახელმწიფო ინტერესებით.

"ხვალ შეიძლება მოინდომოს, რომ წავალ მე პუტინს უნდა შევხვდეო, რატომ არ შეიძლება შევხვდე, ლავროვს ხომ შევხვდი და ჯარები გავიყვანე? რატომ არ უნდა შევხვდე პუტინს?- ასეთი ტიპის ადამიანია" აცხადებს ხუხაშვილი და ამბობს, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში "რეალითი შოუში" ვიცხოვრებთ:

"არ დავიღუპებით, არ დაიქცევა ქვეყანა, საინტერესო იქნება" ამბობს ხუხაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას

ამავე თემაზე