2018-07-21 11:49:57
,,კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას"- მარგველაშვილი

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს წარადგენს. 

პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციაში დღეს მთავარი პრობლემაა ჩამოუყალიბებლობა, რაც აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის თავმჯდომარის არჩევის პროცედურამაც აჩვენა. „რა არის მთავარი თემა პოლიტიკურ არეალზე, რომ ვაპირებდე არჩევნებში მონაწილეობას?! ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნების“ მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს, თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებს. მე მელოდებიან. მეორეს მხრივ ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?! აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ თურმე კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა ეს მათი საქმეა. ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“, რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტები, პროფესორები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე