2018-07-20 23:57:56
"შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს" - თალაკვაძე

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესშია და ბევრს ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. 

 

"პრაქტიკულად, მან თქვა, დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო. შესაბამისად, მე ვფიქრობ,  მას ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, ისევ და ისევ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად, ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომ გვაჩქარებს ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით,“ - განაცხადა თალაკვაძემ

ამავე თემაზე