2018-07-20 20:27:37
„რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? იმიტომ, რომ არ იციან... ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს"

„რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იბრძოლებს მათი სახელით. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ ის  საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, "ქართულ ოცნებას" გაცილებით კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევს.

„ახლა ბუნებრივია, ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე თქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა

ამავე თემაზე