2018-07-20 18:09:29
პრემიერმა მღებრიშვილი გაათავისუფლა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათივე ცნობით, მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერს დღეს თავად მიმართა და მამუკა ბახტაძემ განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას, შალვა ხუციშვილი შეასრულებს,“ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში

ამავე თემაზე