სიახლეები
მსოფლიო
2018-07-12 15:51:35
ჩხუბი კიევის მერიაში (ვიდეო)

უკრაინის ნაციონალისტური პარტია „თავისუფლების“ წევრებმა კიევის მერიის კულუარებში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების პროვოცირება მოახდინეს. კიევის ქალაქის საბჭოს შენობის კულუარებში პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ფრაქცია „სვობოდას“ დეპუტატების მიერ იყო პროვოცირებული.“- წერს გაზეთი „უკრაინის ამბები“, მერიასთან ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაძვირებით უკმაყოფილო მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა. ქალაქის საბჭოს სხდომაზე ტრანსპორტზე ტარიფების გაძვირებაზე მორატორიუმის შემოღების თემა განიხილებოდა, ამ დროს კულუარებში 300 ამდე აქტივისტი და 80 ამდე პოლიციელი იმყოფებოდა. ფრაქცია „სვობოდას“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოხნიაკი თანაშემწეებთან ერთად კორიდორში გამოვიდა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, მას უკან აქტივისტები მიჰყვნენ.

ამავე თემაზე