მე შემეძლო აშშ ნატო-დან გამეყვანა, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება - ტრამპი
2018-07-12 14:55:31 · ამობეჭდვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შეეძლო აშშ ნატო-დან გაეყვანა, თუმცა ეს არ იქნება აუცილებელი, რადგან ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ევროკავშირის ქმედებებს ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში აშშ-ის მიმართულებით უსამართლო უწოდა.





გაზიარება და მოწონება