სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-07-12 12:19:40
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს ოპერაცია უტარდება. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით,  პაციენტს მუცლის ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. 

„კლინიკაში შემოყვანილია ორი პაციენტი. ერთს აღენიშნება მუცლის ღრუს ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. მეორე პაციენტი კი – ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში. ვიცით, რომ ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებიდა, კლინიკაში ამ დროისთვის ორია შემოყვანილი“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, დღეს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. შსს-ს ინფორმაციით,  ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

ამავე თემაზე