2018-07-12 11:05:54
უკანასკნელი წლების მანძილზე ხშირია რომ პროკურატურა არის პოლიტიკური დარტყმის ობიექტი -თადუმაძე

"პროკურორი ექვემდებარება კონსტიტუციას და კანონს, მიუხედავად საზოგადოებრივი ინტერესებისა," - ეს განცხადება, მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ გააკეთა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატი სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარ ხედვას საპროკურორო საბჭოს წევრებს ორი საათის განმავლობაში აცნობდა. თადუმაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი

მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხშირად საგამოძიებო უწყება პოლიტიკური დარტყმის ობიექტია. 

"სამწუხაროდ პროკურატურა უკანასკნელი წლების მანძილზე ხშირია რომ არის პოლიტიკური დარტყმის ობიექტი და ეს პოლიტიკური დარტყმის ობიექტი არის იმიტომ, რომ სტანდარტების გაყოფა არ ხდება და პროკურორის მინუსად ითვლება თუ საქმე წააგო. მე მიმაჩნია რომ წაგებული საქმე არ არის პროკურატურის პასუხისმგებლობა. პროკურორი ექვემდებარება კონსტიტუციას და კანონს, მიუხედავად საზოგადოებრივი ინტერესებისა,"-აცხადებს შალვა თადუმაძე. 

ამავე თემაზე