2018-07-12 10:57:21
ხანძარი ქვემო სვანეთში - კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩერთო

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის კერები ისევ რჩება. ძლიერი დაკვამლიანების გამო ტერიოტრიაზე შესვალს ვერ ახერხებენ მეხანძრე-მაშველები.

ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი დღეს კვლავ ჩაერთო. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა და ძირითადად დაკვამლიანება შეინიშნება. მათი ინფორმაციით, 150-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.  ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია. დაზუსტებული ინფორმაცია გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უცნობია. არ გამოირიცხება, რომ ცეცხლი მეხის გავარდნის შედეგად გაჩენილიყო. 

ამავე თემაზე