არცერთი არის თავის ადგილზე... ვერ იქნებიან კარგი მზარეული, კარგი ზეინკალი - რომან გოცირიძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე
2018-07-12 10:53:58 · ამობეჭდვა

მთავრობის ახალ შემადგენლობას, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეხმაურება. მოკლე განცხადებას გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"წარმოგვიდგინეს მთავრობის ახალი წევრები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ისინი? არცერთი არის თავის ადგილზე. ვერ იქნება კარგი მზარეული კარგი ზეინკალი.
მთავარი აზრი, რაც მათი მოკლე კომენტარებისას გამიჩნდა თავში- უიმედობა. განსაკუთრებით მძიმედ გვექნება საქმე ფინანსებში და ეკონომიკაში.
რითი დავიმშვიდოთ თავი( თუ ვინმეს ეს გვჭირდება ამ პაპანაქება სიცხეში)? ისევ ამ ნაცნობი და მოჯადოებული სიტყვებით: ”აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,"-წერს გოცირიძე.





გაზიარება და მოწონება