სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-12 10:48:41
საქართველო არის იქ როგორც ნამდვილი მაჩანჩალა - ნიკა რურუა NATO-ს სამიტზე საუბრობს

"ნაციონალურ მოძრაობაში" NATO-ს სამიტიდან დადებითი მოლოდინები არ აქვთ. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. 

"სამწუხაროდ არანაირი დადებითი მოლოდინები არ მაქვს, იმიტომ რომ საქართველო არის იქ როგორც ნამდვილი მაჩანჩალა. ამ პროცესის დასაჩქარებლად ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ. ამას აკეთებს ივანიშვილი შეგნებულად და საქართველოს ის ართმევს მომავალს, ამიტომ რა შეიძლება მალე თუ გვინდა რომ გავიდეთ სამშვიდობოზე, უნდა დავემშვიდობოთ რუსულ ოცნებას,"-აცხადებს ნიკა რურუა. 

დღეს ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიიღოს. სამიტის გუშინდელ კომუნიკეში რუსეთის მიმართ მკაცრი მოწოდებები გუშინ ჩაიწერა: ნატო ოფიციალურ მოსკოვს სთხოვს გაიყვანოს რუსული ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გააუქმოს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება.

ამავე თემაზე