მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს
2018-07-12 10:14:19 · ამობეჭდვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს, მან ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა.

კახიშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭრიდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კახიშვილმა.





გაზიარება და მოწონება