2018-07-12 10:00:22
"საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი"-სტოლტენბერგი

საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივანის ერთობლივ ბრიფინგზე იანს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები იზრუნებენ, რომ საქართველო მალე გახდეს ნატოს წევრი. გენერალურმა მდივანმა ასევევ აღნიშნა, რომ ალიანში გაწევრიანებისთვის  საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. " საქართველო აღიარებულია ნატოს სანდო მეგობრად.  ... საქართველო გახდება ნატოს წევრი, ჩვენი ლიდერები იზრუნებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს. დიდი მადლობა იმ წვლილისათვის რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეგაქვთ."-აცხადებს სტოლტენბერგი 

ამავე თემაზე