საფრანგეთის ნაკრების გამარჯვება და არეულობა პარიზში (ფოტო, ვიდეო)
2018-07-11 11:04:14 · ამობეჭდვა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვება ხალხმა პარიზის ქუჩებში იზეიმა. საფრანგეთი ბელგიის შეხვედრის საყურებლად მატჩის დაწყებამდე პარიზის ცენტრში, მერიის წინ მოედანი მთლიანად გაივსო, ხალხი დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებდა ფეხბურთს. მატშის დასასრულისკენ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა მოიგო ხალხმა გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. ათასობით ქომაგი ელისეის მინდვრებისაკენ გაემართა. ელისეს მინდვრებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის 1200 თანამშრომელი იყო მობილიზებული. სახალხო ზეიმი არეულობაში გადაიზარდა. საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებმა პოლიციას ბოთლებს, ქვებს, შუშხუნებს ესროდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და სპეც საშუალებები გამიყენა.














გაზიარება და მოწონება