ბიზნეს ნიუსი
2018-07-05 11:05:25
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაეროს კომისიის სხდომაზე ოფიციალურად მიიწვიეს

2018 წლის 28-29 ივნისს, ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის (UNCITRAL) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) წარმომადგენლებიოფიციალურადიყვნენ  მიწვეულნი. ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გაეროს წევრი ქვეყნების  წარმომადგენლებმა, დამკვირვებელმა  წევრებმა და ასევე მოწვეულმა  სტუმრებმა მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა  მდივანმა ბექა ინჯიამ UNCITRAL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკების მთავარი თემა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისთვის UNCITRAL-ში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება  და ასევე მოსამართლეებისთვის ერთობლივი ტრეინინგების ჩატარებაიყო.

„ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და სულ მალე შესაძლოა ჩვენს  ცენტრს გაეროს შესაბამის კომისიაში დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭოს. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და ეტაპზე დგინდება, რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არსებულ მოთხოვნებს. იმედი გვაქვს, რომ დამკვირვებელი წევრის სტატუსს სულ მალე მივიღებთ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც რეგიონში არბიტრაჟის მიმართულებით ერთგვარ ჰაბად ყალიბდება“- აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.

გამართული სხდომა  ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის 60 წლის  იუბილეს ეძღვნებოდა.  საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენებ იქნა ნიუ-იორკის კონვენციისადმი მიძღვნილი  ვიდეო-რგოლი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა.

ღონისძიება გაერთიანებულიერების ორგანიზაციის იურიდიული საკითხების ხელმძღვანელმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: UNCITAL-ის გენერალური მდივანი და გაერთიანებული ერების საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის განყოფილების უფროსი,  კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს (ICCA)  პრეზიდენტი, სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე, არბიტრაჟის სხვადასხვა ცნობილი ექსპერტები. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: UNCITRAL-ის მანდატი არბიტრაჟის განვითარების სხვადსხვა პროექტებში, ნიუ-იორკის კონვენციის ეფექტური გამოყენება, UNCITRAL-ის კონვენციები დავების გადაწყვეტის სფეროში: მედიაცია და გამჭირვალობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ანგარიშს მედიაციის შესახებდასაინვესტიციოარბიტრაჟშისამომავლო რეფორმები საკითხებს.

 

 

 

 

 

  

 

ამავე თემაზე