"ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში...10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლი დაბომბეს და დევნილი აღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში" - დემნა გვასალია
2018-07-02 14:32:14 · ამობეჭდვა

გუშინ, 1 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის (ვეტმო) ჩვენება გაიმართა:

“მე მინდოდა ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა. შოუს ნაცვლად ფილმის ჩვენება. მე დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა” – ამბობს გვასალია.

გვასალიას ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში საქარველოს უახლესი ისტორიისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას მიეძღვნა. დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში ქართული წარწერები და საქართველოს დროშა გამოიყენა.

“… ვფიქრობ, აქამდე არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ ასეთი კოლექცია წარმომედგინა. მე 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სახლი დაბომბეს და დევნილი აღმოვჩნდი ჩემს სამშობლოში.” – განაცხადა გვასალიამ ჟურნალისტებთან საუბარში, ჩვენების წინ.

სრული კოლექცია





გაზიარება და მოწონება