სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
სხვა ამბები
2018-07-02 14:04:15
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა 

მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. 

მიხეილ სააკაშვილმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ის აშშ-ში იმყოფება. სააკაშვილს გადაცემის წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ჰკითხა, რა იყო მისი ხალისიანი განწყობის მიზეზი. 

„ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები აშშ-ში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის ედუარდის ქორწილს.

გუშინდელივით მახსოვს მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუნდენტური ცხოვრებით. გუშინ ყველანი ერთად ჩამოვედით.

პიროვნული განწყობა კარგია, ვერანაირი პროკურატურა ამ განწყობას ვერ გამიფუჭებდა. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგია, რომ ებრაელია. ძალიან კარგი ოჯახია.

შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც ამას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან მეგობრული ხალხია...“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე