2018-06-23 10:52:40
სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შეჩერდება. მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე  კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება. დეპუტატი განმარტავს, რომ თითოეულ დარგს კონკრეტული ადამიანი უხელმძღვანელებს. მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობისა და პრემიერის შეხვედრა, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

"შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე