სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-06-14 12:47:05
„უცხოელებთან ინტიმური კავშირში ნუ შეხვალთ“-დეპუტატი რუს ქალებს აფრთხილებს

რუსეთის დუმის დეპუტატი, ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტამარა პლეტნიოვა რუს ქალებს მოუწოდებს, არ დაამყარონ ინტიმურ კავშირი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან. რადიოსადგურისტვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი აცხადებს, რომ უცხოელებთან სექსის შედეგად ბავშვები იბადებიან არასრულ ოჯახებში, მაგალითად მან 1980 წლის ოლიმპიადა მოიყვანა, რომლის შემდეგაც რუსეთში ბევრი მარტოხელა დედა გაჩნდა, რომლებმაც არარუსული გენეტიკის ბავშვი დაბადეს. „ეს ბავშვები მერე იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასის არიან, და თუ სხვა რასისას – ეს საერთოდ! ჩვენ ჩვენივე შვილები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არა ვარ, მაგრამ მაინც“, – აცხადებს პლეტნიოვა.

ამავე თემაზე