ჩემი განწყობაა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იყოს - კობახიძე
2018-06-14 11:34:39 · ამობეჭდვა

ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„დღეს, 17:00 საათზე შეიკრიბება უმრავლესობა და დღესვე გადაწყდება პრემიერ-მინისტრის საკითხი. ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს კანდიდატურა. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. არ იქნება სწორი ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები, დღეს რომ ჩატარდეს, ოპოზიცია შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს პარლამენტში და პროპორციული სისტემა კიდევ გადავადდება“– აღნიშნა კობახიძემ.





გაზიარება და მოწონება