ერდოღანი პუტინს სარაკეტო კომპლექსების ერთად წარმოებას სთავაზობს
2018-06-14 11:19:48 · ამობეჭდვა

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს შესთავაზა საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი С-500 ერთად აწარმოონ. ასევე, მან რუსეთიდან C-400 ის მიწოდების კონტრაქტზეც ისაუბრა. „რუსეთმა C-400 -ის შესაძენად საკმაოდ კარგ პირობებში კრედიტი მოგვცა. მეორე და მესამე ეტაპზე ჩვენ ერთობლივ წარმოებას დავიწყებთ.“-განაცხადა ერდოღანმა და აშშ და ნატო გააკრიტიკა. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბერძნეთთან მიმართებაში, რომელსაც С-300 აქვს არსენალში, ისინი არაფერს ამბობენ, თურქეთს კი რუსული საზენიტო კომპლექსების შესყიდვაზე აკრიტიკებენ, ერდოღანის თქმით, ასეთი პოლიტიკა ანკარასთვის მიუღებებლია.





გაზიარება და მოწონება