სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 11:27:36
"ბანკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე განსხვავებული შეხედულებები იყო" - სუბარი

შეკითხვაზე - რა ფუნდამენტურ საკითხებზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს? ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები იყო, იყო ბანკებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ატარებდა. განცხადება სუბარმა „პირველი არხის" ეთერში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა და "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:

„შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გარკვეული საკითხების საკმაოდ მწვავე განხილვა იყო. უფრო მეტ დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა სუბარმა

 

 

 

ამავე თემაზე