სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-06-14 11:09:39
„მიბრძანდით სირიიდან და უკრაინიდან“-ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ სურდა რუსეთის G8-ში დაბრუნება. მისი თქმით, თუკი რუსეთის პრეზიდენტი კანადაში სხვა ლიდერებთან ერთად იჯდებოდა, ის მას მოსთხოვდა სირიიდან და უკრაინიდან წასვლას. „მე არ ვარ რუსეთის მხარეს, მე აშშ-ს მხარეს ვარ. მაგალითად, თუ პუტინი კანადაში სხვა ლიდერებთან ერთად ვახშამზე ჩვენთან ერთად მაგიდასთან იქნებოდა... იქ რომ ყოფილიყო, მე მას ვთხოვდი გაეკეთებინა ის რაც მსოფლიოსა და მისთვის უკეთესი იქნებოდა, ვეტყოდი-წადით სირიიდან. წადით უკრაინიდან, თქვენ იქ არ უნდა იყვეთ.“- განაცხადა ტრამპმა.

ამავე თემაზე