ინგლისელმა ფეხბურთელებმა რუსულ „კარავაიზე“ უარი თქვეს
2018-06-14 11:06:20 · ამობეჭდვა

ინგლისის ნაკრები სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდა და პირველი წვრთნა ზელინოგორსკის ბაზაზე გაიარა. წვრთნის დაწყების წინ სანქტ- პეტერბურგის ადმინისტრაციამ რუსულ სტილში მისალმება გაუმართა, ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა მასპინძლებმა ნაკრებს ე.წ. „კარავაი“ მიართვა. (პური, მარილი, ტკბილი ფუნთუშეული და ორცხობილები). ნაკრებმა საჩუქრად მირთმეულ „სამოვარზე და კარავაიზე“ უარი თქვა. გამომცემლობა The Sun წერდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ბრიტანეთის ნაკრები რუსეთში საკუთარი მზარეულებით ჩავიდოდა.





გაზიარება და მოწონება