სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 10:12:50
"ივანიშვილი ახალ ყურმოჭრილ მონებს გამოიყვანს ასპარეზზე"

ივანიშვილი ცხადია, თავისას არ მოიშლის და კვლავაც ფარსად აქცევს ამ ყველაფერს - ახალ ყურმოჭრილ მონებს გამოიყვანს ასპარეზზე- წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"დაგროვილმა უსამართლობამ, საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლამ და მხარდამჭერმა აქციებმა შედეგი გამოიღო - ოლიგარქმა ქვეყანას ჯერ მისი პირადი ჯიბის პროკურორი შოთაძე, ახლა კი ‘პრემიერ-მინისტრი’ და მასთან ერთად მთელი მთავრობა მოაშორა. ორი კვირის წინ პრემიერი კვირიკაშვილი გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ამ აუცილებლობას ვერც მისი ბატონი ხედავდა, მაგრამ ხალხის ერთიანობამ ეს აუცილებლობა მალევე დაანახა მათ.

ივანიშვილი ცხადია, თავისას არ მოიშლის და კვლავაც ფარსად აქცევს ამ ყველაფერს - ახალ ყურმოჭრილ მონებს გამოიყვანს ასპარეზზე - ახალი სახელით და გვარით მოგვევლინება და შეეცდება ხალხის კვლავ მოტყუებას. ამიტომ ბრძოლა გრძელდება და მას კვლავაც ვაიძულებთ უკანდახევას და ასე საბოლოო გამარჯვებამდე!

მთავრობის გადადგომა მხოლოდ მორიგი გამარჯვებაა, ჩვენ ყველა ერთად ძალიან მალე მივაღწევთ დათუნა სარალიძის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას, ჩვენ ჩვენი ერთიანობით ივანიშვილს ვაიძულებთ ვადამდელი საპარლემენტო არჩევნების დანიშვნას, რაც ერთადერთი გზაა ქვეყნის გადასარჩენად!" წერს მელია.

ამავე თემაზე