სიახლეები
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-06-14 09:50:07
მკვლელობა თბილისში - 35 წლის მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული  

მკვლელობა თბილისში - 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული. დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე