სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 09:10:54
ვინ შეცვლის კვირიკაშვილს - საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ამ დრომდე, მმართველ გუნდში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კოლეგებს მოუწოდებს, უმრავლესობის შეხვედრამდე ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავონ.

გავრცელებული ინფორმაციით კი მთავრობის მეთაურის თანამდებობას ფინანსთა მინისტრის ახლა უკვე მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს. 

მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებამდე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს. პრემიერის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ახლა ყველა მინისტრი ასევე მოვალეობის შემსრულებელია. ახალი კაბინეტის დამტკიცებისთვის კი დაახლოებით 20-დღიანი პროცედურა არსებობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს გაცილებით მალე მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატურას დაეთანხმება, ის ამ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

პოსტის ჩასაბარებლად კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დეპუტატებს უკვე დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი წარუდგენს.

ამავე თემაზე