2018-05-26 15:03:46
საქართველსო რეგიონებში 100 წლის იუბილესადმი მძღვნილი ღონისიძებები მიმდინარეობს

ფოთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებებით, ძირითადად, დატვირთულია ქალაქის მთავარი მოედანი, კულტურისა და დასვენების პარკი და აღმაშენებლის გამზირი. იქ მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გაიმართება.

100 წლის იუბილეს ასევე აღნიშნავე ზუგდიდში სადაც ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე დილიდან დაიწყო. ზუგდიდის მთავარი მოედანი 3 ფუნქციურ ზონად არის დაყოფილი. ერთ-ერთი მათგანში საქართველოს 100 წლის ისტორიაა გაცოცხლებული. მოწყობილია

მუზეუმი, სადაც განთავსებულია როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს ქუთაისშიც."ოქროს ჩარდახში" - ამ სახელწოდებით ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართა პერფორმანსი სადაც მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ასი წლის წინანდელი ქუთაისი გააცოცხლეს.

ბათუმში კი საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს დელფინის" ფარგლებში 2000-მდე მონაწილემ მსვლელობა 12 საათზე 26 მაისი პარკიდან დაიწყო და ანბანის კოშკთან ფოლკლორული ცეკვებით დაასრულა. 

საოცრებათა მოედანია დღეს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი. აქ მიმდინარეობს სპორტული და კუკტურული გამოსვლები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა.

საზეიმო ღონისძიებები იმართება გორშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სამხედრო კომპონენტი, მძიმე შეიარაღება და ჯავშანტექნიკა.

მოწყობილია ენერგეტიკის კუთხე, ენგურჰესის მაკეტითა და ქარის გენერატორებით. ასევე, ადგილობრივ ხელოვანებს გამოფენილი აქვთ საკუთარი ნახატები, მეწარმეებს კი პროდუქტი.

 

 

ამავე თემაზე