2018-05-26 14:57:33
ორი ერი - ქართველები და სომხები, ინაწილებს და იზიარებს ამ დღესასწაულს - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. 

„ორი ერი - ქართველები და სომხები, ინაწილებს და იზიარებს ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი არა მხოლოდ 100 წლის განმავლობაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასობითწლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც გვაქვს საერთო, ვცხოვრობთ, როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს ფაქტია. საოცარი ფაქტია, რომ ეს ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად თავიანთი დამოუკიდებლობისთვის და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის განმავლობაში და არასდროს არ გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენ შორის, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულება გახლავთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამავე თემაზე