სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 18:04:45
ჯანდაცვა ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის – აქცია სამინისტროსთან

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილებმა ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისათვის სამედიცინო პროცედურებით უზრუნველყოფა მოითხოვეს. მათ სპეციალური მიმართვაც წაიკითხეს. 

“სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი. შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომლებიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროცედურებს, რომლებიც შეუქცევად ფსიქიკურ და ფიზიკურ შედეგებს იწვევს.

ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელია. მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავ მინიჭების პროცედურების ჩატარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფოტო: netgazeti.ge

ამავე თემაზე