სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 17:14:37
2013 წელსაც შეგვპირდა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ყველას გვახსოვს რაც მოხდა

ჩვენ გვახსოვს, 2013 წლის 17 მაისი, როდესაც მაშინდელმა პრემიერმინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოგვცა, საჯარო ეთერში უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ყველას გვახსოვს რა მოხდა იმავე წლის 17 მაისს- ეს განცხადება "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი კიკონიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში"ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა:

"ჩვენ არ გვაქვს განცდა, მოლოდინი და ნდომა, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იქნებოდა დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც დეკლარირებულად მოგვცა ეს პირობა, რომ უსაფრთხოება იქნებოდა დაცული. ჩვენ გვახსოვს, 2013 წლის 17 მაისი, როდესაც მაშინდელმა პრემიერმინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოგვცა, საჯარო ეთერში უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ყველას გვახსოვს რა მოხდა იმავე წლის 17 მაისს.

თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს, საკუთარი ნებით მიგვეღო ეს უმძიმესი გადაწყვეტილება და დაგვეთმო საკუთარი გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში და ამასთან ცხადი და ცალსახა იყო, რომ ამ დღისთვის ვემზადებოდით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ემზადებოდა საპატრიარქოც, რომელიც არის ქურდი ამ დღის, ინსტიტუცია, რომელმაც მოგვპარა წელიწადში 365 დღიდან ერთადერთი დღე, როდესაც  ჰომოფობიასა და ტრანსფობიაზე საჯაროდ საუბარი შეგვეძლო", - განაცხადა კიკონიშილმა. 

ამავე თემაზე